Saturday, May 31, 2014
მეექვსე დღე
ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. შევისწავლეთ გუუგლი დოკუმენტების შექმნა და გაზიარება. დავხვეწეთ პროექტის გეგმის შეფასების რეზიუმები. პროექტის გეგმის დახვეწა. დავწერეთ საბაზისო უნარ_ჩვევები. ვიმუშავეთ ვორდში და გავეცანით რედაქტირების ინსტრუმენტებს, ავაგეთ ვენის დიაგრამა, კომენტარის ჩასმა, ძალიან საინტერესო იყო მეცადინეობის მეექვსე დღე.
Sunday, May 11, 2014
მეხუთე დღე
ძალიან საინტერესო იყო ჩვენი ტრენინგის მეხუთე დღე. ვისწავლეთ როგორ უნდა დავიცვათ ინტერნეტიდან სურათის ან ინფორმაციის დამახსოვრება. როგორ უნდა გავითვალისწინოთ და დავიცვათ ფორმა და საავტორო უფლებები. ვისწავლეთ პრეზენტაციების დაფორმატება.. როგორ უნდა შეუცვალოთ პრეზენტაციებს ფორმა და გავაფორმოთ. როგორ უნდა ჩავაშენოთ პრეზენტაცია ბლოგზე. ძალიან ნაყოფიერი იყო ეს დღე, როგორც დანარჩენი დღეები.
მესამე დღე
ძალიან საიტერესო იყო მესამე მეცადინეობა. ვისწავლეთ პროექტის შაბლონის სტანდარტების გადმოწერა, მოძიება. შეთავსება და მორგება შაბლონის გეგმაზე. დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი. ამ თემებზე მუშაობით დავხვეწეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პუნქტები, მოვარგეთ ჩვენს საგანს. საინტერესო იყო იმითაც, რომ დაუკავშირეთ მონათესავე საგნებს. ვთვლი რომ ამ ტრენინგმა მომცა ის ცოდნა, რომელსაც ჩემს საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ.
მეორე დღე
მეორე დღე ჩვენი ტრენინგისა საკმაოდ საინტერესო იყო. მე ვისწავლე ბროშურების შექმნა. ახალ ჩვენს მიერ შექმნილ ბროშურაში ჩავწერეთ მოსწავლის ნიმუში. ავირჩიე თემა- ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები. გავეცანი როგორ უნდა ავტვირთო სურათი პროექტში. ვიმუშავე პროექტის მახასიათებლებზე, რუბრიკებზე, ჩეკლისტებზე.ვისწავლეთ სურათის გადმოწერა მათი მისამართებით. ვისწავლეთ გუუგლი დრაივზე დოკუმენტების წაშლა და ატვირთვა.
Subscribe to:
Posts (Atom)