Sunday, June 8, 2014
მეცხრე დღე
წარმოვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე უკუკავშირი ტრენინგის მონაწილეებისაგან, გავითვალისწინე შენიშვნები, დავხვეწე შეფასების ფორმები და მივუსადაგე ჩემს მოსწავლეების საჭიროებებს. სევაფასე ჩემი კოლეგის პროექტები: 1-ს გავუკეთე შავი პიარი, მეორეს ტეთრი პიარი მოცემული პროექტის გეგმის ჩეკლისტით. შევაფასე ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება" ეს ტრენინგი გამომადგება შემდგომი ჩემი მუშაობის დახვეწაში.
Saturday, June 7, 2014
მერვე დღე
ეს დღეც საინტერესო იყო, გავაანალიზე ფასილიტაცია ტექნოლოგიების დახმარებით, ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხმარება მასწავლებელს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში უკეთ ჩართვაში. დავხვეწე შეფასების რუბრიკები- (პრეზენტაციის, ინტერნეტგაზეთის, ჯგუფური მუშაობის, თვითშეფასების). დავასრულე პროექტის გეგმა, დავხვეწე ჩემი პორტფოლიო და განვათავსე ბლოგზე. გავეცანი ტრენინგის მონაწილე სხვა მასწავლებლების პროექტის გეგმებს და მათი შეფასების ინდიკატორებს, ხვალ უნდა შევაფასო ორის გეგმა. დავხვეწე ბლოგი. ვფიქრობ დღევანდელი მეცადინეობა ძალიან შემოქმედებითი და ბევრის მომცემია ჩემთვის, განსაკუთრებით გამიადვილდება შემდეგში შეფასების რუბრიკების შექმნა.
Sunday, June 1, 2014
მეშვიდე დღე
მეცადინეობის მეშვიდე დღეც ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ ვიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, დიფერენცირებული სწავლება. განვაახლეთ ჩვენი პორთფოლიო. ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობა, განსხვავებული სტრატეგიები. დავხვეწეთ სასწავლო გეგმის პროცედურები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდების შემუშავება. დავხვეწეთ პროექტის გეგმა. გავაანალიზეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
Subscribe to:
Posts (Atom)